ამერიკის პირველი პრეზიდენტი
ჯორჯ-ვაშინგტონი ამერიკის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, რომლის სახელი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ღირებულებების სიმბოლოდ იქცა. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დღემდე ახდენს გავლენას თანამედროვე სამყაროზე...

ჯორჯ-ვაშინგტონი ამერიკის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, რომლის სახელი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ღირებულებების სიმბოლოდ იქცა. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დღემდე ახდენს გავლენას თანამედროვე სამყაროზე. იგი იდგა, არა მხოლოდ ამერიკის დამოუკიდებისთვის ბრძოლის სათავეში, მან საფუძველი ჩაუყარა შეერთებული-შტატების, როგორც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მომავალს.
ჯორჯ-ვაშინგტონი 1732-წელს დაიბადა ბრიტანული წარმოშობის მდიდარი მემამულის ოჯახში, ინგლისის კოლონიის, ვირჯინიის პროვინციაში. თერთმეტი წლისას, მამა გარდაეცვალა, რამაც მდიდარი ოჯახის ნაშიერი ღარიბ მემკვიდრედ აქცია. ჯორჯის დედა მამამისის მეორე ცოლი იყო. პირველ ქორწინებაში, მას ორი ვაჟი ჰყავდა, და მამის მემკვიდრეობის ლომის წილი სწორედ მათ ერგოთ. ჯორჯის დაქვრივებულმა დედამ და მისმა ხუთმა შვილმა, მემკვიდრეობით, ერთი პლანტაცია, რამდენიმე ათეული მონა და ორიოდე გლეხური კომლი მიიღეს.
უქმროდ დარჩენილმა მკაცრმა და უსწავლელმა დედამ ჯორჯი, განათლების მისაღებად, სხვაგან არ გაუშვა და შინ დატოვა. ბიჭუნას ალგებრა-გეომეტრიის ნიჭი აღმოაჩნდა და მიწის-მზომელი გახდა, რამაც უმაღლესი საზოგადოებისკენ გაუკაფა გზა. 16-ი წლისამ, ოჯახის შორეული ნათესავი, მდიდარი პლანტატორი, უილიამ-ფერფაქსი გაიცნო, რომელმაც მიწის-მზომელის დამხმარედ გაუშვა მივლინებაში. ჯორჯმა ბეჯითად იმუშავა, სხვებსაც შეუფასა, და თავისთვისაც შეარჩია მიწის ნაკვეთი.
18-წლის ასაკში, შენანდოას-ველზე, 600-ჰექტარზე გადაჭიმული პლანტაცია შეიძინა. ბატონმა-ფერფაქსმა შეიყვარა ახალგაზრდა, შრომისმოყვარე ჯორჯი და პლანტაციის მოვლის საიდუმლოება გაანდო მას. იმ დროს, სამხედრო მოღვაწეობა საპატიო საქმედ ითვლებოდა. ძმის ხელშეწყობით, ჯორჯმა გენერლის ადიუტანტის თანამდებობა მიიღო და სამხედრო საქმის შესწავლას შეუდგა. მაშინ, საფრანგეთს ამერიკის პროვინცია-ოჰაიოზე ეჭირა თვალი. ბრიტანეთის კოლონიურმა არმიამ, მის დასაცავად, ექსპედიცია გაგზავნა ჯორჯ-ვაშინგტონის მეთაურობით. ახალგაზრდა ოფიცერმა სამხედრო ალღო გამოიჩინა და პოლკოვნიკის წოდებაც მიიღო.
1756-წელს, ინგლისსა და საფრანგეთს შორის შვიდ-წლიანი ომი რომ დაიწყო, ვაშინგტონი ვირჯინიის დასავლეთ საზღვრის დაცვას ხელმძღვანელობდა. 1759-წელს, მან სამხედრო კარიერა დატოვა და მშობლურ პროვინციაში დაბრუნდა, სადაც, მალე, პლანტაციების მფლობელი ორ-შვილიანი ქვრივი ქალი, მართა-დენდრიჯი შეირთო ცოლად, და ახალი, პრივილეგირებული მდგომარობის შესაბამისი წესით ცხოვრებაც დაიწყო. მან სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი: ჩაატარა ექსპერიმენტები, დანერგა ახალი აგრო-ტექნიკური მეთოდები. თამბაქოს ტრადიციულ კულტივაციაზე, რომელიც ნიადაგს აღარიბებდა, უარი თქვა და ყურადღება მარცვლეულ კუტურებზე გაამახვილა, განავითარა მეცხოველეობა, ჯორების მოშენება დაიწყო და ვაჭრობას მისცა გასაქანი.
1758-წელს, ის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს, სადაც ღიად ეწინააღმდეგებოდა ამერიკულ კოლონიებში ბრიტანეთის რეპრესიებსა და გადასახადების ზრდას. 1774-წელს, ეგრეთწოდებულ პირველ-კონტინენტურ-კონგრესზე, ჯორჯ-ვაშინგტონი, მშობლიურმა ვირჯინიამ, თავის წარმომადგენელად წარგზავნა. რევოლუციური ომის დასაწყისშივე, ის კონგრესის წინაშე სამხედრო ფორმაში წარსდგა და ჯერ-კიდევ კოლონიურ ამერიკას თავისი სამსახური შესთავაზა. კონგრესმა ერთხმად მისცა ხმა კონტინენტური არმიის შექმნას და ვაშინგტონის მთავარსარდლად დანიშვნას. მთავარსარდლად ვაშინგტონის დანიშვნა, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჩრდილოეთ და სამხრეთ კოლონიებისთვის, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა, ბრიტანეთიდან შემოჭრილი საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. ვაშინგტონმა რეგულარული არმიის შექმნა დაიწყო. მას ესმოდა, რომ ბრიტანულ არმიას ბრძოლის ველზე ვერ დაამარცხებდა და მოკავშირედ დრო აირჩია, ანუ გაიაზრა, რომ გაჭიანურებული ომით მოწინააღმდეგეს გამოფიტავდა.



