რატომ ვერ აღწევს წარმატებას პრეზიდენტი ტრამპი?!
ბოლო ათწლეულებში აშშ-ის ძლიერება ფინანსების, თავდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროებში მიღწეული წარმატებებით გამოიხატებოდა“, -„დონალდ ტრამპმა აღნიშნულ სფეროებს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და ახლა წინასწარვე შეიძლება ითქვას, რომ მისი ყოველი ნაბიჯი ამ მიმართულებებით წამგებიანი იქნება“... The Hill

რატომ ვერ აღწევს წარმატებას პრეზიდენტი ტრამპი?!
„ბოლო ათწლეულებში აშშ-ის ძლიერება ფინანსების, თავდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროებში მიღწეული წარმატებებით გამოიხატებოდა“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რატომ ვერ აღწევს წარმატებას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გლობალური ძალაუფლებისათვის მიმდინარე თამაშებში?“. „დონალდ ტრამპმა აღნიშნულ სფეროებს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და ახლა წინასწარვე შეიძლება ითქვას, რომ მისი ყოველი ნაბიჯი ამ მიმართულებებით წამგებიანი იქნება“, - ასეთია პუბლიკაციის ავტორის ჯონ იოკლსონის აზრი, რომელიც რიგ კვლევით ცენტრებში მუშაობდა აშშ-ის ცნობილ სახელმწიფო მოღვაწეებთან, მათ შორის სახელმწიფო მდივანთან ჰენრი კისინჯერთან და თავდაცვის მინისტრთან ჯეიმს შლეზვიგერთან ერთად.
აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯეიმს შლეზვიგერი, რომელთანაც ერთად სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში მუშაობა მომიწია, 40 წლის წინათ ერთ-ერთ კერძო საუბრის დროს, თავისი მრავალწლიანი დაკვირვებისა და გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბებული აზრი გამოხატა აშშ-ის ძლიერებასთან დაკავშირებით, რომელიც კარგი იქნება დონალდ ტრამპმა გააცნობიეროს და გაითავისოს.
„ამერიკელ ლიდერებს, საბჭოთა კავშირის ლიდერებისაგან განსხვავებით, კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოს სახელმწიფოებთან კავშირი“, - ხაზი გაუსვა ჯეიმს შლეზვიგერმა. მისი თქმით, იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირი ყოველთვის მიისწრაფვოდა თვითკმარობისაკენ, აშშ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამი გლობალური სისტემის ცენტრში აღმოჩნდა. სარგებელმა დანახარჯებს გადააჭარბა. აშშ შეურიგდა სავაჭრო ბალანსის დეფიციტს, რომ გლობალური ეკონომიკა დოლარის საფუძველზე განვითარებულიყო. ვაშინგტონი მნიშვნელოვან კაპიტალს აბანდებდა, რომ სამხედრო და გეოპოლიტიკური გავლენის ბერკეტები ჰქონოდა და პრიორიტეტულ ყურადღებას უთმობდა ფუნდამენტურ კვლევებს იმ მიზნით, რომ მსოფლიო ლიდერი გამხდარიყო ტექნოლოგიურ სიახლეებში.
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა კი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა სხვა ქვეყნებთან კავშირების სამივე სისტემას - ფინანსების, თავდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროებს.
დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ: ა) აშშ მრავალმხრივმა სავაჭრო სისტემამ დააზარალა, როცა თეთრმა სახლმა თავის დროზე თავისი ბაზრის კარი „უცხოელ მტაცებლებს“ გაუღო; ბ) ამერიკა მოტყუვდა, როცა საკუთარი ოფლითა და შრომით აშენებდა ალიანსების სისტემას: მისი შედეგებით პარტნიორებმა ბოროტად ისარგებლეს და ისე გამოვიდა, რომ ყველა ხარჯი ამერიკელი გადასახადის გადამხდელებს დააწვა; გ) გარდა ამისა, კვლევით ცენტრებში და უნივერსიტეტებში მომრავლდა „გამოფხიზლებულები“ ანუ ვოუკ-იდეოლოგიების მომხრეები და ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებისთვის დახარჯული თანხები მათ ჯიბეებში გადადინდება. შესაბამისად, ამ მიმართულებით ფულის ხარჯვას აზრი არ აქვს.



