მსოფლიოში ყველაზე უკეთესი თაფლი ართვინში მზადდება...
თურქეთის მსოფლიოში თაფლის გიგანტია, რომლის წარმოებით მხოლოდ ჩინეთს ჩამოუვარდება. ართვინის პროვინცია კი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც შეიძლება თურქული წარმატების „საიდუმლო“ ვნახოთ: შორეული მთები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც დიდებული კავკასია შავ ზღვას ხვდება... მხარე, რომელიც საოცარი ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სწორედ აქ ამზადებენ პლანეტის საუკეთესო თაფლს...

მსოფლიოში ყველაზე უკეთესი თაფლის საძებნელად...
ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მსოფლიოში ყველაზე უკეთესი თაფლის საძებნელად“, რომელშიც განხილულია თურქეთში დამზადებული თაფლის სახეობები და მათი თვისებებია გადმოცემული. როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, მსოფლიოში საუკეთესო თაფლი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში - ართვინის პროვინციაში მზადდება.
რადგან ართვინის მხარე საქართველოს ისტორიულ ტერიტორიას წარმოადგენს (ტაო-კლარჯეთის ნაწილს), ქართველი მკითხველისთვის სტატია საინტერესო უნდა იყოს...
თურქეთი საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა თავისი თაფლის გაუმჯობესებას და მიაღწია კიდეც. ახლა თურქული თაფლი მსოფლიოში ყველაზე ძვირია.
მინდვრის ყვავილებით მოფენილი მდელო შორიდან პუანტილისტურ ნახატს ჰგავს - ჭრელი ყვავილების მიუხედავად, მდელოს თითქმის ერთ ფერში ხედავ, მაგრამ როცა გაივლი, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას თიამის, ორეგანოს, სამყურას, ფასმანდუკის და ველური პიტნის დამათრობელ არომატს იგრნობ. მთის ჰაერში ფუტკრების ზუზუნი ისმის.
„ისინი გამალებული შრომობენ“, - ამბობს მუსტაფა მულთანი და ფუტკარს უყურებს, რომელიც ზაფხულის ყვავილიდან ნექტარს იღებს. მწერის უკანა ფეხებზე ყვავილის მტვრის პატარა ტომრები მოჩანს. მუსტაფამ სკის ძირში არსებული პატარა კარი გააღო და ხუმრობით მითხრა: „აი, ეს მათი სამუშაო კაბინეტია. ვაღებ, რომ სახლში სწრაფად მოფრინდნენ“.
თურქეთის მსოფლიოში თაფლის გიგანტია, რომლის წარმოებით მხოლოდ ჩინეთს ჩამოუვარდება. ართვინის პროვინცია კი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც შეიძლება თურქული წარმატების „საიდუმლო“ ვნახოთ: შორეული მთები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც დიდებული კავკასია შავ ზღვას ხვდება... მხარე, რომელიც საოცარი ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სწორედ აქ ამზადებენ პლანეტის საუკეთესო თაფლს, მაგრამ მისი პოვნა უამრავ სკაში საკმაოდ რთულია.
თურქეთი თაფლის წარმოებაში მსოფლიოს ლიდერია, მაგრამ თურქული თაფლი ყველაზე ძვირადაც ფასობს. 2021 წელს გინესის რეკორდი მიიღო თაფლმა „სენტაურმა“ (ჩენტაური), რომელიც 2500 მეტრის სიმაღლეზე მდებარე მღვიმეშია ნაპოვნი და მისი ერთი კილოგრამი 10 ათას ევროდ გაიყიდა. უფრო ძვირია ართვინის ახლოს მდებარე იდუმალი ხეობის „ელფის“ თაფლი, რომელიც 200 გრამი 1250 გირვანქა სტერლინგი ღირს.
ცალკე ისტორია აქვს ცნობილ ართვინულ „მათრობელა გიჟ თაფლს“, რომლის ნექტარს ფუტკარი როდოდენდრონის ყვავილიდან იღებს. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 401 წელს დაწერა ბერძენმა მხედართმთავარმა ქსენოფონტმა, რომ მის მეომრებს „თავბრუ ეხვეოდათ, გული ერეოდათ და ფეხზე ძლივს იდგნენ“ მას შემდეგ, რაც მათრობელა თაფლი შეჭამეს. სამი საუკუნის შემდეგ მეფე მითრიდატე მე-6 პონტოელმა რომალებს ჩასაფრება მოუწყო, მათრობელა თაფლით სავსე გობები დაუდგა, შემდეგ ჰალუცინაციაგაჩენილ მტერს მუსრი გაავლო.



