ტყავდამსკდარო, ნაოხარო, მარტოხეო ოლე... | საქართველოს რესპუბლიკა
პოლიტიკამოსაზრება
ტყავდამსკდარო, ნაოხარო, მარტოხეო ოლე...
გარეკახურ დიალექტზე ოლე გაჩეხილი ტყიდან გადარჩენილი მარტოხელა, ობოლი ხეა.
მოდი, ჩვენც ვიყოთ ოლე - ქუჩებში „ოლე-ოლას“ ძახილით მორბენალი, სახელმწიფო გადატრიალებაზე მეოცნებე ბრბო კი არა, ჩვენი უანგარო შრომით ქვეყანაზე მზრუნველი ხალხი.
ევროპული „ოლე-ოლა“ ხვალ არავის ემახსოვრება, ჩვენი მშობელი ოლე - საქართველო კი მარადიულია.
არ ღირს ამის დავიწყება.
ავტორი თეიმურაზ ქორიძე7 წთ წაკითხვა
გაზიარება:
ავტორი
თეიმურაზ ქორიძე
ტყავდამსკდარო, ნაოხარო, მარტოხეო ოლე...
მშობლიურ საქართველოში თუ საერთაშორისო ასპარეზზე განვითარებული უცნაური, მოულოდნელი და, თუნდაც, აუხსნელი მოვლენები კარგა ხანია, აღარ გვაკვირვებს: დღემდე გრძელდება რუსეთ-უკრაინის დაუნდობელი, ძმათამკვლელი ომი, რომლის „მოყომარებას“ პრეზიდენტი პუტინი ორ-სამ თვეში გვპირდებოდა 50 თვის წინათ. ჩემი აზრით, თავად ამ ომის ყველაზე დიდი უბედურება ის გახლავთ, რომ მისი დამთავრება, თუნდაც უკრაინის გამარჯვებით, არ უნდა თვით უკრაინის ხელისუფლებას პრეზიდენტ-კომედიანტ ზელენსკის თამადობით. ბოლო დღეებამდე ეს არ უნდოდა რუსეთის ხელმძღვანელობას პრეზიდენტ პუტინის მეთაურობით. თუმცა, მისი ამჟამინდელი ქმედება (უკრაინის სტრატეგიული და სამოქალაქო ობიექტების ინტენსიური და სასტიკი დაბომბვები) ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დაუმთავრებელი საომარი მოქმედებები თვით პუტინსაც უკვე ყელში ამოუვიდა და უახლოეს მომავალში უკრაინის კაპიტულაციისთვის რადიკალური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
რაც მთავარია, ომის გაჭიანურებას ყველა გზით ცდილობენ უკრაინის ევროპელი მოკავშირე-მხარდამჭერ-დამფინანსებლები. მათი ამ ქმედების კიდევ ერთხელ დაწვრილებით ახსნა აუცილებელი არ უნდა იყოს - ომი ხომ ფულია, დიდი ფული.
ვფიქრობ, განსაკუთრებული წინასწარმეტყველური ნიჭი არც იმის გამოცნობას სჭირდება, რომ დაპირისპირება ევროპა-ამერიკა-რუსეთს შორის ამ ომის დამთავრების შემდეგ კიდევ უფრო გასასტიკდება - უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩასაგდებად და ქვეყნის განადგურებული ეკონომიკის ასაღორძინებლად, ანუ ევროპის ერთი უდიდესი და უმდიდრესი ქვეყნის ეკონომიკაზე მარადიული კონტროლის დასამყარებლად.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეების ერთი სოლიდური ნაწილი, არ ვცდილობთ ბოლომდე გავითავისოთ აშშ-ის, მისი მონა-მოკავშირე ისრაელის, ზოგიერთი არაბული ქვეყნის ქმედებები ირანთან დაკავშირებით და ამ ომის კატასტროფული შედეგები მთლიანად კაცობრიობისათვის.
გასაოცარია ზოგიერთი ქართველი ეკონომისტის განმარტება საქართველოში საწვავის გაძვირებაზე: ამერიკა-ირანის ომი კი არა, ამერიკა-ვენესუელის კონფლიქტი კი არა, ჰორმუზის სრუტის ბლოკირება კი არა, მთელ მსოფლიოში საწვავის კატასტროფული გაძვირება კი არა, - საქართველოში საწვავის გაძვირება ყოფილა... საქართველოს ხელისუფლების ბრალი!
მაინცდამაინც დიდად არც ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ავუღელვებივართ (კასპიის ზღვა სომხეთის ტერიტორიაზე რომ ჰგონია) და არც ევროსაბჭოს მორიგ ანტიქართულ რეზოლუციას საქართველო და ქართველი ხალხი ბნელეთში ჩაძირულად რომ მოიხსენია.
სამაგიეროდ, მწვავე განხილვების საგნად რჩება მაისის თვეში ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „გადამრჩენელი“ აქციები და ზოგი ისეთი მოვლენა, დიდ ყურადღებას, საერთოდ, რომ არ იმსახურებს.
ვინმე გამოჩენილის გულისწყრომა რომ არ დავიმსახურო, ერთ მაგალითს მოვიშველიებ საკუთარი გამოცდილებიდან.
ცოტა ხნის წინათ, რობერტ სტურუას გახმაურებულ სპექტაკლთან დაკავშირებით საჯაროდ გამოვთქვი მოსაზრება ხალხისა და ბრბოს შესახებ:
„ვისაც არ ესმის, ზოგადად, თეატრის რაობა, ვისაც არ შეუძლია მეტნაკლებად ჩაწვდეს „ვეფხისტყაოსნის“ ფილოსოფიას, ნუ ნახავს ამ წარმოდგენას! თუ არ ვცდები, საქართველოს კონსტიტუცია ამგვარ ვალდებულებას არ ითვალისწინებს. და კიდევ: მოდი, ერთმანეთში ნუ ავურევთ ორ რადიკალურად განსხვავებულ ცნებას - ხალხი და ბრბო. ხალხი არის საზოგადოების ის ნაწილი, ვინც სტურუას სპექტაკლის ავკარგიანობაში გარკვევას მშვიდად, გონის მოშველიებით ცდილობს; ბრბო საზოგადოების ის ნაწილია, რევოლუციაზე და სახელმწიფო გადატრიალებაზე რომ გაუთავებლად ოცნებობს; ქუჩებში უაზროდ ხეტიალს რომ ვერ ელევა; ნიკა გვარამია ქვეყნის პატრიოტი, ალეკო ელისაშვილი და მზია ამაღლობელი პოლიტპატიმრები რომ ჰგონია; სტურუას და მის სპექტაკლს უშვერად დედას რომ აგინებს.
პოტენციური ოპონენტების გულის გასახარად შემიძლია დავამატო, რომ ბრბო არის საზოგადოების ის ნაწილიც, ვინც აღფრთოვანებულია სტურუას სპექტაკლით, მაგრამ ის არ უნახავს!“
ახლა ვნახოთ ჩემი ამ მოკრძალებული მოსაზრების ზოგიერთი გამოხმაურება მცირე კომენტარით.
ფიქრია: „აჰა... ,,ვეფხისტყაოსანი" გამორჩეულთა საკუთრებაა? მე რატომღაც საყოველთაო, ეროვნული მეგონა. აი, ისეთი, გლეხსა და მეფეს ერთნაირად რომ ეთავისებოდა“.
სამწუხაროდ, ქალბატონს ფიქრიას უნდა შევახსენო: „ვეფხისტყაოსანი,“ ყველა დანარჩენი ფილოსოფიური მხატვრული ნაწარმოები თუ მეცნიერული ნაშრომი დიახაც გახლავთ გამორჩეულთა, ანუ ადამიანთა იმ ნაწილის საკუთრება, ვისაც მისი არსი ესმის ან მისი არსის შეცნობა სურს. ეს შეიძლება იყოს დიდებული საგვარეულოს წარმომადგენელიც, მილიონერიც, გლეხიც და ქუჩის მათხოვარიც.
მაგული: „როგორც ყოველთვის, იმ ბრბოს ლანძღავთ, ვისგანაც პური არსობისა გაქვთ.“
ეს არის უვიცობის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი. ამიტომ კოლექტიური მაგულის გასაგონად კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ვინც ქმნის „პურს არსობისა“ - ფიქრობს, მსჯელობს, აანალიზებს, გადაწყვეტილებას იღებს, ვაზს უვლის, ხნავს, თესავს და მოსავალს იღებს, - არ შეიძლება იყოს ბრბო. ეს არის ხალხი, იმის მიუხედავად, იცნობს თუ არა არისტოტელეს, რუსთაველს ან, თუნდაც, ქალბატონ მაგულის, ან ქალბატონ თამარს, ასეთ საკრამენტულ კითხვას რომ სვამს: „რადგან ვერ ვიღებ ამგვარ ინტერპრეტაციას, ე. ი. არ მესმის პოემის ფილოსოფია და ბრბოს მივეკუთვნები?“
ფისო: „ბრბოსთვის ღმერთი არ დაუშვებს ასეთი გენიალური, ღვთიური პოემის შექმნას!!! და ბოლოსდაბოლოს, დაანებეთ ერის შეურაცხყოფას თავი. ცოტა, დაბლა დაეშვით!!! სირცხვილია, ეს. სტურუას თავად არ დაუმალავს, რომ „ვეფხისტყაოსანი” მისთვის იდიოტიზმია და რას ეფერებით, გაუგებარია“.
ეეჰ, ძვირფასო ქალბატონო ფისო. ვინ გითხრათ, საიდან დაასკვენით, რომ ღმერთმა რუსთაველს „ვეფხისტყაოსნის“ შექმნა ბრბოს გასანათლებლად დაავალა?! ასე რომ ყოფილიყო, ამ გენიალური ქმნილების არსი თქვენც გეცოდინებოდათ, თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშებითა და „ოლე-ოლას!“ ძახილით მორბენალ „პატრიოტებსაც“ და სალაპარაკოც არაფერი გვექნებოდა! თქვენს საყურადღებოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ცნება „ბრბო“ არ გულისხმობს უვიცთა კასტას. ეს არის გაბრიყვებული, სხვის დემაგოგიურ მოწოდებებს აყოლილი და სხვისი ნების დაუფიქრებლად შემსრულებელი ადამიანების აგრესიული ჯგუფი წარმომავლობის, ასაკის, სქესისა თუ გონებრივი შესაძლებლობების მიუხედავად. ასე რომ, ბრბოს წევრად შეიძლება იქცეს ნებისმიერი ჩვენგანი. მაგალითად, ბრბოს კლასიკური ნიმუშებად შეიძლება განვიხილოთ ჰიტლერის თავგადაკლული მომხრეები გერმანიაში, ლენინის ასევე ბრმა მიმდევრები რუსეთის იმპერიაში, ფრანკისტები ესპანეთში, ბონაპარტისტები საფრანგეთში, მუსოლინიზე უგზოუკვლოდ შეყვარებულები იტალიაში, ფიდელ კასტროს მაღმერთებლები კუბაში...
აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში რომ არ გადავინაცვლოთ, ბრბო გახლავთ ქართული საზოგადოების ის ნაწილი (თუნდაც, „პოლიტიკოს“ გია ბარამიძის თამადობით), დღესაც „მიშა-მიშას!“ რომ გაიძახის და ბელადის ნებისმიერი მოწოდების შესასრულებლად მზად არის.
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ერთ ცოტა უცნაურ ფაქტს - გასული წლის ოთხი ოქტომბრის მოვლენებს თავი აარიდა „ბელადების“ აბსოლუტურმა უმრავლესობამ: ზოგმა ციხე არჩია, ზოგი უცხოეთში გაიპარა, ზოგი შინ დარჩა. ამის უმთავრესი მიზეზი ცხადზე უცხადესია - ბელადებს არ სურდათ საკუთარი პერსონების ბრბოს ნაწილად წარმოჩენა!
„...ჰო და მაშინდელი (ძველი საბერძნეთის თ. ქ.) საზოგადოებისთვის სპორტსმენები და ასპარეზობებში გამარჯვება ვაჟკაცობის განსახიერებად ითვლებოდა და ამით გაამყარა სპორტმა თავი კულტურაში... ჰო და უკლებლივ ყველა დღევანდელ ქართველ სპორტსმენს მინდა გითხრათ: სამაგალითო მოქალაქეები კი არა ფარჩაკები და პრო*ები ხართ. მარტო საკუთარ თავზე ფიქრობთ და ხალხიც ფეხებზე გკიდიათ და სახელმწიფოც… მიმიფურთხებია თქვენი ჯილდოებისთვის და თქვენი ნამუსისთვის. უღირსები ხართ უკლებლივ ყველა. სპორტშიც პრო*ები ხართ და პოლიტიკაშიც“.
ვფიქრობ, ამ ნაძალადევად გაცეცხლებული უვიცი „პატრიოტის“ ნააზრევის კომენტარი არ ღირს - ყველაფერი ისედაც ცხადია. აი, ლაშა ტალახაძეს რომ მისთვის თავში წკიპურტი ეთავაზებინა, ან კვარაცხელიას პანღური ამოერტყა, იქნებ ცოტა აზრზე მოსულიყო!
მთელი ქართველი ხალხი უვიცების ხროვად, ბრბოდ მიაჩნია, მაგალითად, ევროკავშირის ელჩს საქართველოში, მოძმე პოლონეთის წარმომადგენელ პაველ ჰერჩინსკის: „საქართველო გზაგასაყარზე დგას. მისი მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის თუ არა იგი დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ ევროპული ქვეყნების ოჯახს, თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დიდი სიამაყისა და სიხარულის მომტანი იყო. სამწუხაროდ, მას შემდეგ ეს ქვეყანა სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. მისმა ხელისუფლებამ აირჩია (მმართველობის) ავტორიტარული მოდელი, რამაც საქართველო დააშორა ევროკავშირს...“
ბევრმა იქნებ არ იცოდეს რომ გარეკახურ დიალექტზე ოლე გაჩეხილი ტყიდან გადარჩენილი მარტოხელა, ობოლი ხეა.
თუ არ ვცდები, თვითონ დიდი პოეტი ოლედ საკუთარ თავს მიიჩნევდა და იმ გაგანია კომუნისტურ ეპოქაში ამ ღრმად ფილოსოფიური ლექსის სხვაგვარი ინტერპრეტაცია შეუძლებელიც იყო. კრიტიკოსების აზრით კი ოლე საქართველოა - მტრული ქვეყნებით გარშემორტყმული პატარა, უძველესი, ულამაზესი, უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე, ნებისმიერი მსურველისთვის თავშესაფრად მზად მყოფი ქვეყანა, სიკეთისა და უანგარობის სიმბოლო...
დღეს აღმოსავლეთ ევროპაში ისევ არის პრეტენდენტი ქვეყანა, რომელსაც ნატოში შესვლა სურს, მაგრამ დღევანდელი კონფიგურაცია ბევრად რთულია 1952 წელთან შედარებით. რუსეთის მოთხოვნები მასშტაბურია, მოსკოვის პოზიცია კი მკაცრი. ესკალაციის საფრთხე რეალურია. ამერიკას ევროპიდან წასვლა სურს, ევროპელები კი, თავის მხრივ, ნერვიულობენ და ისე არაპროგნოზირებულად მოქმედებენ როგორც არასდროს.