კრიტიკული რეზოლუციის მიღება ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან არც პირველია და, ალბათ, არც უკანასკნელი იქნება, ოღონდ სხვა რეზოლუციებს შინაარსით აშკარად აჭარბებს. მეტი მონდომება და მეტი მოთხოვნაა ჩადებული...
ავტორი ალეკო ასლანიშვილი6 წთ წაკითხვა
გაზიარება:
ნაბიჯი უკან_ოლე, ოლაა!..
ბრანწი ოპოზიციის ალიანსს...
წლევანდელ მაისს, გარდა იმისა, რომ მაისობისა არაფერი ეტყობა, ქარებმა, წვიმებმა და უჩვეულო სიგრილემ სწორედ რომ ტვინი წაიღო, დანარჩენი ყველაფერი ადგილზე აქვს, პირიქით მომრავლებულადაც კი.
11 მაისს ისტორიული დღე იყო. საქართველოს მე-14 საეკლესიო კრებამ საქართველოს 142-ე პატრიარქად შიო III გამოარჩია. მთელი ქვეყანა ხარობდა, მაგრამ ვინ დაგაცადა გახარება. იმავე დღეს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ. რაც მთავარია, ასამბლეას უქართველოდ არ ჩაუვლია_დარბაზში იჯდა ჩვენი სამიდღემჩიო, მეხუთე პრეზიდენტი, ყოფილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი და ტაშის კვრით ხელის გულბს იტყავებდა...
მორგებულად თქვა მამუკა მდინარაძემ, განსაკუთრებით სამწუხაროა, როცა საქართველოს მიმართ დარტყმებში ქართველი მონაწილეობსო. ტაშის კვრას რომ მორჩა, ქედმაღლურად დამოძღვრა ახალი კათალიკოს პატრიარქი, ვისურვებდი, რომ ხალხის მღვდელმთავარი ყოფილიყოსო, თითქოს წინამორბედი პატრიარქი სცოდავდა ამ მხრივ, თითქოს სანატრელი გვქონდა პატრიარქის „ხალხურობა".
ეტყობა, როლები განაწილებული აქვთ: ოპოზიცია პირდაპირ რქებით აწვება შიო III-ს, რომ ის სათავეში ჩაუდგეს „სინდისის პატიმრების" გათავისუფლებას.
კრიტიკული რეზოლუციის მიღება ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან არც პირველია და, ალბათ, არც უკანასკნელი იქნება, ოღონდ სხვა რეზოლუციებს შინაარსით აშკარად აჭარბებს. მეტი მონდომება და მეტი მოთხოვნაა ჩადებული, მთავარი სამიზნე კი საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილია.
გაგაცნობთ რამდენიმე მონაკვეთს. რეზოლუცია გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ მიმართულებებს; ფუნდამენტური უფლებების დარღვევას; შეზღუდვებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე. მხარს უჭერს საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას; მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, ძალაში დატოვონ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დე ფაქტო შეჩერება. მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას საჯაროდ დაგმოს გარეჩარევა (RmerTi აღარ არის? თვით ეს რეზოლუცია ხომ თავად არის ჩარევა, თანაც როგორი!) განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე რუსული რეჟიმის მიერ გავრცელებული გავლენა. მოუწოდებს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით მხარი დაუჭიროს ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ. გადახედოს იმ გარემოებებს, რის ფარგლებშიც ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ნიშნის ორდენი გადაეცა და განიხილოს მისი უკან წაღება. ეს ყველაფერი საჭიროა, რათა დავიცვათ ქართველი ხალხის თავისუფლება და საფრანგეთის ინტერესები კავკასიაშიო.
რა ადვილი ყოფილა ქართველი ხალხის თავისუფლების მოპოვება! ჩამოხსენი საპატიო ნიშნის ორდენი ივანიშვილს და ერი გაათავისუფლე! რა შეიძლება იყოს ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯი? ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ გადაცემაში საჯაროდ განაცხადა, რომ მათ უკვე ყოველგვარი იურიდიული საფუძველი აქვთ საფრანგეთის პროკურატურას მოსთხოვონ ივანიშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრა. 26 მაისს რაც შეიძლება ბევრი ხალხი უნდა მოვიდეს რუსთველზე „რათა გადავწყვიტოთ, რა გზით ვიბრუნებთ სამშობლოს და ერთად აღვასრულოთ".
რატომ ფიქრობს თუქსუსი ნიკა გვარამია, რომ მის დაძახილზე ხალხი ხმალზე ხელს იკრავს? არ დაგვავიწყდეს, ეს „ღვინოში ჩამფსმელი" და ახალი კათალიკოს პატრიარქის „ვინ ჩემი ფეხებიად" მომხსენიებელი ნიკა გვარამიაა! თუმცა, რა გინდა, სწორედ ეს კაცია დღეს ოპოზიციის ალიანსის ყველაზე მსხვილი „გამგებელი". სწორედ მისი შეჩიჩხინებით ოპოზიციის ალიანსმა 15 მაისს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე აქციაში მონაწილეობისკენ. სხვათა შორის ამ ბრიფინგზე ალიანსმა დაასახელა 6 მოთხოვნა, რომელთა შესრულებაც აუცილებელია საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის, რომელთა შესრულებაც საზოგადოებას დაუბრუნებს ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში ივანიშვილის რეჟიმის დამხობით დასრულდება:
1) შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. მასში უნდა შევიდეს თითო კაცი 2024 წლის არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიებიდან (miuxedavad იმისა, რომ იქვე არალეგიტიმურად აცხადებენ 2024 წლის არჩევნებს. ხომ კარგი ლოგიკაა!);
2) ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ საარჩევნო ხმის უფლება;
ყოველივე ამას პასუხად ირაკლი კობახიძე სამი თითის კომბინაციას_ბრანწს უჩვენებს იშტაზე მოსულ ოპოზიციას: „2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევ ყველას. ეს კანონმდებლობა არის აბსოლუტურ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან".
ირაკლი კობახიძე არა მარტო შიდა ოპოზიციას, არც გარე ოპოზიციას ანუ არც ევროპულ ინსტიტუტებს ინდობს. 19 მაისს გამოქვეყნდა მისი ღია წერილი, რომლის ადრესატებიც არიან ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. ღია წერილით მიმართვა იმან განაპირობა, რომ ბრიუსელს შეწყვეტილი აქვს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან. წერილში დაგმობილია დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ დემონსტრანტებზე ძალადობა (sastiki დარბევა და ძაღლების მიქსევა, ხელჯოხების თანხლებით). ირაკლი კობახიძე ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს მათაც დაგმონ ეს ვანდალიზმი: „საქართველო ვროპული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა თქვენგან პასუხს ელის: როგორ აღმოჩნდა ევროპა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის განვითარების, თავისუფლებისა და დემოკრატიის მაგალითად მიიჩნეოდა, ასეთ ღრმა ღირებულებით კრიზისში და ზოგადად, საით მიჰყავს ევროკავშირი ამ გზას? რა იქნება ამ შემაშფოთებელი პროცესების საბოლოო შედეგები?" რა თქმა უნდა, ევროპიდან ამ კითხვებზე პასუხი არ არის და არც იქნება, სამაგიეროდ, თბილისს დაძმობილებული ქალაქი ზაარბრიუკენი 50 წლიან მეგობრობას წყვეტს, რასაც თბილისის მერი გერმანელი ერისადმი სამგლოვიარო წერილით პასუხობს, ხოლო გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი უკვე დაბეჯითებით გვაფრთხილებს_„ასეთი რიტორიკით ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ვერა!"
ერთი სიტყვით, ევროპიდან დაძრული ღრუბლები კიდევ უფრო მუქდება. პარადოქსია და ევროპიდან წამოსული მესიჯები რატომღაც აღარ არის თანხვედრაში უკრაინულთან. „ჩვენ მივისწრაფვით ურთიერთობისა და თანამშრომლობის ნორმალიზაციისკენ, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაძლიერების საფუძველზე მზად ვართ შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად",_დაწერა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრი სიბიგასთან უკრაინის მაის-ივნისის პერიოდის საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხილვის შემდეგ. მოგვიანებით კი სიბიგამ გაგვიმხილა, რომ უკრაინა საქართველოს მიმართ თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს.
ამ დღეებში „ქართულმა ოცნებამ" დააანონსა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მამუკა მდინარაძის განმარტებით სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება და იმავდროულად შესაძლებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის ენის აღმოფხვრა. „ახლა მთავარი სწორი პრაქტიკის დამკვიდრებაა,-განმარტა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ,_სწორი ზღვარი უნდა გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის. კრიტიკას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მათ შორის მძაფრი ფორმითაც შეიძლება იყოს გამოხატული, მაგრამ რაც შეეხება სიძულვილის ფორმებს, როგორიც არის, მაგალითად, შეურაცხყოფა, რასაც ხშირად ვხედავთ სოცმედიაშიც და სოცმედიის მიღმაც, ამ ყველაფერს სჭირდება რეაგირება".
ოპოზიცია რის ოპოზიცია იქნებოდა, ხმალამოღებული რომ არ შეხვედროდა მთავრობის ამ ახალ ნაბიჯს, არიქა, „ქართული ოცნება"კრიტიკას კრძალავსო. კრიტიკას კი არა, დედის გინებას და მსგავს უწმაწურობას და სიბილწეს კრძალავს. კრძალავს ისეთ „ხალხურ სიმღერებს", როგორიცაა საქვეყნოდ გავრცელებული: "ოლე, ოლაა... ქოცების დედის ტ...ნა, მწოველებო, ნაბოზვრებო, თქვენი დედის ტ...ნის დროა"...
ამ „სიმღერას" მღერის მთელი დემონსტრაცია, მთელი დარბაზი, მღერიან პირზე რძეშეუმშრალი გოგონები და უკვე ჩაბერებული ქალბატონები, ბიჭუკელები და თმაშევერცხლილი ოჯახის მამები... მართლაც „ოლე-ოლა" ამ სიმღერის შემქმნელ „პოეტს", „კომპოზიტორს" და „ლოტბარს"...
რა, იგივე „ოლე-ოლა" არ არის, როცა ტელეწამყვანი ან მოწვეული სტუმარი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად აცხადებს: „ივანიშვილის პრემიერი", „ივანიშვილის პარლამენტი", „ივანიშვილის პრეზიდენტი", „ივანიშვილის რეჟიმი"...ვფიქრობ, პირველ ყოვლისა, ისინი უნდა დაისაჯონ ამ ახალი კანონმდებლობის შესაბამისად. სწორედ ამ „ჩვულებრივობაშია" გამოხატული მთელი ზიზღი, მთელი სიძულვილი ხელისუფლებისა და მის მხარდამჭერთა მიმართ, განცხადებაა იმისა, რომ არ არსებობს არავითარი ხელისუფლება, არავითარი „ქართული ოცნების" ლეგიტიმაცია...თითქოს არაფერია „ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი", მაგრამ დიდი განჭვრეტა არ გვჭირდება იმის დასტურად, რომ ეს უბრალოდ პოლიტიკური ნამცეცების სროლა როდია, ეს სწორედაც რომ „ოლე-ოლაა" და, რაც მთავარია, მას არც არავინ მალავს!
ალეკო ასლანიშვილი
დღეს აღმოსავლეთ ევროპაში ისევ არის პრეტენდენტი ქვეყანა, რომელსაც ნატოში შესვლა სურს, მაგრამ დღევანდელი კონფიგურაცია ბევრად რთულია 1952 წელთან შედარებით. რუსეთის მოთხოვნები მასშტაბურია, მოსკოვის პოზიცია კი მკაცრი. ესკალაციის საფრთხე რეალურია. ამერიკას ევროპიდან წასვლა სურს, ევროპელები კი, თავის მხრივ, ნერვიულობენ და ისე არაპროგნოზირებულად მოქმედებენ როგორც არასდროს.