მაგრამ დეკლარაციის შესაბამის პუნქტებში არ არის დეტალები - მაგალითად, რა ვადებში უნდა შესრულდეს ესა თუ ის პროექტი და რა თანხები დაიხარჯება მათ რეალიზებაზე. გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ 29-ე პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ სომხეთს მიეცემა 30 მილიონი ევრო „საერთაშორისო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობისათვის, ევროკავშირის ეგიდით“.
ევროპის საბჭოს თავმჯდომარის ანტონიუ კოშტას თქმით, „სამიტს სომხეთი ევროპის შუაგულში გადააქვს - სწორედ იქ, სადაც მისი ადგილია“. ანტონიუ კოშტამ ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის გზა ევროკავშირისაკენ ჭეშმარიტად სწორია და რომ ევროპელები სომხებს მშვიდობის განმტკიცებასა და დემოკრატიის განვითარებაში დაეხმარებიან“.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კიდევ უფრო კატეგორიული იყო: „მოდით გულახდილად ვთქვათ; რვა წლის წინათ აქ არავინ არ ჩამოვიდოდა. რვა წლის წინათ სომხეთი განიხილებოდა როგორც რუსეთის სატელიტი“. თუმცა ადგილობრივმა პრესამ ფრანგ ლიდერს დაუყონებლივ შეახსენა, რომ სწორედ რვა წლის წინათ, 2018 წელს გაიმართა ერევანში ფრანკოფონიის საერთაშორისო სამიტი, რომელშიც მონაწილეობა თვითონ ემანუელ მაკრონმაც მიიღო.
რუსეთთან დამოკიდებულება
რა თქმა უნდა, სომხეთის რვა წლის წინანდელი და ამჟამინდელი მდგომარეობა ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება.
ერევანმა შეაჩერა თავისი მონაწილეობა კოლექტიურო უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) იმ მიზეზით, რომ მოსკოვი არ დაეხმარა სომხეთს აზერბაიჯანთან კონფლიქტის დროს, რომლის შედეგად ერევანი იძულებული გახდა უარი ეთქვა პრეტენზიებზე მთიანი ყარაბაღის მიმართ. გასული წლის აგვისტოში ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის ხელშეწყობით. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას სამშვიდობო ურთიერთობების დამყარების თაობაზე, რომელიც დიდ ნაბიჯს წარმოადგენს სრულფასოვანი სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისაკენ.
„აზერბიჯანთან ომი გახდა დაგვიანებული დასტური იმისა, რომ რუსეთი ჩვენთვის სახიფათოდ არასაიმედო პარტნიორს წარმოადგენს“, - ამბობს აშშ-ის სააგენტო „ესოშეითედ პრესთან“ (Aსსოციატედ Pრესს) ინტერვიუში რიჩარდ გირაგოსიანი, ერევანში არსებული რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორი. თუმცა, მისი თქმით, რუსეთის მიერ დატოვებული ვაკუუმს ამერიკა კი არა, ევროკავშირი ავსებს: „ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება უფრო აწონილ-დაწონილი და პროდუქტიულია, ვიდრე აშშ-ის ჩარევა - ალბათ იმიტომ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპის ყოფნა ჩვენს რეგიონში რუსეთისათვის უფრო ნაკლებად პროვოკაციულია“.
2025 წელს გამარჯვების დღესასწაული - მაისი - რუსეთში დიდი გაქანებით აღინიშნა. მოსკოვში მინიმუმ 27 უცხოელი ლიდერი ჩავიდა, მათ შორის ცენტრალური აზიის ყველა ხუთივე ქვეყნის პრეზიდენტი, აგრერთვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინიც. წითელ მოედანზე გამოვიდა სამხედრო ტექნიკა და რუსეთის არმიის ქვედანაყოფები. მაგრამ დღევანდელისაგან განსხვავებით. შარშან 9 მაისს რუსებმა გერმანელ ფაშისტებზე გამარჯვების 80 წლისთავი, ანუ საიუბილეო თარიღი იზეიმეს, დღეს 81-ე წლისთავია, რაც იმას ნიშნავს, რომ ღონისძიება ნაკლებად საზეიმო იქნება. კრემლმა უკვე გამოაცხადა, რომ პირველად 20 წლის განმავლობაში, აღლუმის დროს სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს -„მიმდინარე ოპერატიული სიტუაციის“ გამო.
ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის, იქნებიან თუ არა მოსკოვში ამჯერად 9 მაისს ჩინეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები. აშკარაა, რომ ზეიმს არ გააცდენს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო... მაგრამ როგორაა ამ მხრივ საქმე ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან მიმართებით?
გავიხსენოთ ახლო წარსული: 2020 წელს, გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნავად, სპეციალურად 24 ივნისს გადადებულ აღლუმზე მოსკოვს ხუთიდან ოთხი შუააზიელი ლიდერი ეწვია. 2021 წელს კრემლთან მხოლოდ ტაჯიკი ლიდერი ემომალი რახმონი იდგა. 2022 წლის 9 მაისს, როცა რუსეთს უკრაინასთან უკვე ომი ჰქონდა დაწყებული, მოსკოვში არცერთი პრეზიდენტი არ ჩასულა შუა აზიიდან.
დაესწრებიან თუ არა ისინი მოსკოვში მიმდინარე წლის 9 მაისის აღლუმს?
ამ მომენტისათვის ჯერ-ჯერობით, ყაზახეთის გარდა, არცერთ ცენტრალურ აზიელ ლიდერს არ დაუდასტურებია მოსკოვში წასვლის გეგმა. პრინციპში, ამაში უჩვეულოც არაფერია - იმიტომ, რომ საკმაოდ ხშირად ასეთი ვიზიტების თაობაზე განცხადებებს ბოლო მომენტში აკეთებენ - მათ მაინცდამაინც დიდი მომზადება არ ჭირდება: გაფრინდები, მიესალმები მასპინძლებს, დაესწრები აღლუმს, უკან მოფრინდები. შუააზიელები მოსკოვში რომც არ წავიდნენ, ამით არანაირი ცუდი ამბავი არ მოხდება და ეს არავითარი უბედურების მაუწყებელი არ იქნება - მათ ხომ მუდმივად აქვთ კონტაქტები რუს კოლეგასთან სხვადასხვა ღონისძიებებისა და გაერთიანებების ჩარჩოებში.
მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს მოსკოვს ეწვია ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი. მის ვიზიტს დაემთხვა ევროკავშირის მიერ ანტირუსული სანქციების მეოცე პაკეტის მიღება, რომელიც რუსეთის მოკავშირეების, მათ შორის ყირგიზეთის წინააღმდეგაც არის მიმართული.
კრემლის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი მოხარული იქნება, თუ სადირ ჯაფაროვი აღლუმში მონაწილეობას მიიღებს - რასაკვირველია, მისი სურვილის გათვალისწინებით.
ვლადიმერ პუტინი ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმჟომართ თოყაევს და ტაჯიკ კოლეგას ემომალი რახმონს სულ ბოლოს გასული წლის 22 დეკემბერს შეხვდა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტზე, მოსკოვში. რაც შეეხება უზბეკეთის ლიდერს შავკათ მირზოევს და თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს, მათ პუტინი მოსკოვში არ შეხვედრია, ისინი სამიტს არ ესწრებოდნენ, სამაგიეროდ გასული წლის დეკემბერში რუსეთის ლიდერი თვითონ ჩავიდა აშხაბადში და თურქმენ კოლეგას ეწვია.
პრეზიდენტები ერთმანეთს ხშირად ეკონტაქტებიან ტელეფონით და რიგ მნიშვნელოვან საკითხებს - მათ შორის ვიზიტების განხორციელებას გეგმავენ. ასე, მაგალითად, თავის ყახაზ კოლეგასთან ყასიმჟომატრთ თოყაევთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ მაისში ასტანას ეწვევა.
იმდენად, რამდენადაც მიმდინარე წელს მოსკოვში 9 მაისის დღესასწაული ბევრად მოკრძალებულად ჩაივლის, ცენტრალურაზიელ ლიდერებს შეუძლიათ ამ ზეიმს არ დაესწრნენ. თუმცა ამ დაუსწრებლობაში რაიმე ღრმა მიზეზის ძებნა უადგილო იქნებოდა.
დღეს აღმოსავლეთ ევროპაში ისევ არის პრეტენდენტი ქვეყანა, რომელსაც ნატოში შესვლა სურს, მაგრამ დღევანდელი კონფიგურაცია ბევრად რთულია 1952 წელთან შედარებით. რუსეთის მოთხოვნები მასშტაბურია, მოსკოვის პოზიცია კი მკაცრი. ესკალაციის საფრთხე რეალურია. ამერიკას ევროპიდან წასვლა სურს, ევროპელები კი, თავის მხრივ, ნერვიულობენ და ისე არაპროგნოზირებულად მოქმედებენ როგორც არასდროს.