თბილისის მეტროს ყველა ბაქანზე მაგთის 5G ქსელი მუშაობს
მაგთიკომი მომავალშიც გააგრძელებს უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას და ქსელის განვითარებას...

თბილისის მეტროს ყველა ბაქანზე მაგთის 5G ქსელი მუშაობს
მეტროს მგზავრებს უკვე ყველა ბაქანზე შეუძლიათ მიიღონ მაღალი ხარისხის კავშირი და ისარგებლონ მაგთის მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტით.
მეტროს ყველა ბაქანზე 5G-ის ხელმისაწვდომობა მაგთიკომის უწყვეტი ინვესტირების შედეგია, რომელსაც მუდმივად ახორციელებს თანამედროვე სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გასავითარებლად.
მაგთიკომი მომავალშიც გააგრძელებს უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას და ქსელის განვითარებას.



