„შუა დერეფნის წონა“ მატულობს
ბაქო-თბილისი-ყარსის“ მეორე სიცოცხლე... მოდერნიზაციის შემდეგ მისი გამტარუნარიანობა გაიზარდა 1 მილიონი ტვირთიდან 5 მილიონ ტონამდე წელიწადში, რაც შესაძლებლობას იძლევა ტვირთების მნიშვნელოვნად მეტი ნაკადი მიიღოს და შუა დერეფნის შესაძლებლობები გააძლიეროს.

„შუა დერეფნის წონა“ მატულობს
ბაქო-თბილისი-ყარსის“ მეორე სიცოცხლე
„რკინიგზის მოდერნიზაცია მზარდი გამტარუნარიანობის მქონე „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება: ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი, რომელიც აზერბაიჯანს საქართველოსთან და თურქეთთან აკავშირებს, ახალ ეტაპზე გადადის“
„ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის (BTK-Baku-Tbilisi-Kars railway) მოდერნიზაციის შემდეგ მისი გამტარუნარიანობა გაიზარდა 1 მილიონი ტვირთიდან 5 მილიონ ტონამდე წელიწადში, რაც შესაძლებლობას იძლევა ტვირთების მნიშვნელოვნად მეტი ნაკადი მიიღოს და შუა დერეფნის შესაძლებლობები გააძლიეროს.
მარშრუტი „ჩინეთი-ყაზახეთი-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ევროპა“ შესაძლებლობას იძლევა კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში შემოსული ტვირთები რკინიგზით ევროპული ბაზრებისკენ გადაიგზავნოს. ბაქოსთვის, სადაც აზია-ევროპიდან წამოსული საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო მიმართულებები ერთდებიან, BTK-ის გამტარუნარიანობის ზრდა მომგებიანია - ისევე როგორც თბილისისთვის და ანკარისთვის.
ბთყ მზადაა მეტი ტვირთების მისაღებად
BTK-ის მოდერნიზება განპირობებულია ტვირთების გადაზიდვის მზარდი მოთხოვნილებით, რადგან რკინიგზა ვაჭრობის გაფართოების მოთხოვნილებებს სრული მოცულობით უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა. საქართველოს უბანზე, რომლის სიგრძე 184 კილომეტრია, განხორციელდა ლიანდაგებისა და სადგურების რეკონსტრუქცია, განახლდა რიგი ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომლის წყალობით რკინიზის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაიზარდა, 1 მილიონი ტვირთიდან 5 მილიონამდე წელიწადში.
ტვირთების გადაზიდვის მასშტაბს სტატისტიკაც ადასტურებს: 2026 წლის პირვფელ ნახევარში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ დერეფნებში გადაზიდულია 7,59 მილიონი ტონა ტვირთი. თანაც „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მიმართულებით გადატანილი ტვირთის მოცულობამ (ტრანსპორტის ყველა სახით), 9,21 მილიონი ტონა შეადგინა, საიდანაც ევროპა-კავკასია-აზიის მარშრუტის წილზე 4,6 მილიონი ტონა მოდის. ეს მოცულობები აჩვენებს, რომ რკინიგზა უკვე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საერთაშორისო ტვირთების გატანაში აზერბაიჯანის გავლით.
„შუა დერეფნის წონა“ მატულობს
„შუა დერეფანი“ რამდენიმე უბანზე ვითარდება და მათგან ერთ-ერთის ზრდა ეფექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიტანს, თუ დანარჩენებიც შესაბამისად შეძლებისდაგვარად მოდერნიზდება. ყაზახეთი აფართოებს თავის სარკინიგზო სიმძლავრეებს, აზერბაიჯანი ზრდის ალიათის ნავსადგურისა და BTK-ის შესაძლებლობებს, საქართველო განამტკიცებს თურქეთთან მიმოსვლას, ხოლო შემდეგ მარშრუტი ევროპის სარკინიგზო ქსელს უერთდება.
ტვირთების მფლობელისათვის - გამგზავნიდან მიმღების ჩათვლით - მთელი მარშრუტი მნიშვნელოვანია, ამიტომაც ტვირთის გაჩერება ნებისმიერ უბანზე მიტანა-ჩაბარების ვადებს ადიდებს. ყაზახეთის ტერიტორიისა და კასპიის ზღვის აკვატორიის სწრაფი გავლა არ იძლევა დროში მოგებას იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერი დიდხანს გაჩერდება მომდევნო უბანზე - მთელ მარშრუტის სიჩქარე განისაზღვრება ყველა უბნის შეთანხმებული, სინქრონული მუშაობით.



