პოლიტიკარომელი იმპერია დაარტყამს პირველად?!
ძველი მსოფლიო წესრიგი აღარ ინგრევა, ის უკვე ჩამონგრეულია. უბრალოდ ,ნანგრევებს ჯერ კიდევ ძველი წარწერები აქვს, როგორიცაა საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებები, სახელმწიფოებრივი უზენაესობა, საზღვრების ურღვეობა, თავისუფალი ნაოსნობა, საკუთრების დაცვა, გარემოსდაცვითი ნორმები, ინტელექტუალური საკუთრება, საგარეო ურთიერთობათა ქცევის წესები და კიდევ ათასი ლამაზი სიტყვა. ამ ტერმინებს გაცხადებულ დოკუმენტებში ისევ იყენებენ, თუმცა ქმედით პოლიტიკაში მხოლოდ მაშინ ახსენებენ, როცა ძლიერებს სჭირდებათ.
ირაკლი ყიფიანი·